გრემი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,გრემი აგებულია კახეთის მეფის,ლევანის თაოსნობით 1565 წ.მისი
მოხატვა 1577წ. დასრულდა. არქიტექტურული კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება: 1.მთავარანგელოზთა კომპლექსი-მთავარანგელოზის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე,სამრეკლო დასამეურნეო ნაგებობანი.
2.სამეფო რეზიდენცია-სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი,აგურით ნაგები აბანო
.3.სავაჭრო უბანი-სწორკუთხა დახურული ბაზარი(ქულბაქები) დასასტუმრო(ქარვასლა)
. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კერამიკული მილების ქსელი.ამ მილებით მთელი ქალაქი იყო დასერილი და მას კომუნალური დანიშნულება ჰქონდა, უფრო დიდი არხებით კი, როგორც ჩანს, ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.გრემში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა იმპორტული კერამიკაც, უმეტესად სპარსული და ჩინური წარმომავლობისა.
No comments:
Post a Comment